A.C. Milan Formation 2011
A.C. Milan Logo

A.C. Milan Football Formation

Creation DateDecember 4, 2011

Lineup (4-3-1-2)

ლორისი · ვერტონგენი · სილვა · კლიშე · აბატე · ლ. დიარა · აკვილანი · ბოატენგი · მონტოლივო · პატო · იბრაჰიმოვიჩი

პირველ რიგში გავყიდი ისეთ ფეხბურთელებს რომლებსაც გუნდისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვთ და ასევე ვეტერანებს, ეს ფეხბურთელები არიან: აბიატი, რომა, ზამბროტა, იეპესი, ანტონინი, ბონერა, ზეედორფი, ამბროზინი, ვან ბომელი, ინძაგი, ფლამინი და რობინიო. ამ ფეხბურთელების გაყიდვით მივიღე 60.3 მილიონი + ჩემს ხელთ არსებული 40 მილიონი და მიღებული 100.3 მილიონი ტრანსფერებისთვის მე შემდეგნაირად გამოვიყენე:
მეკარე: აბიატის და რომას გაშვების შემდეგ, მე გუნდში მოვიყვანე უგო ლორისი (17 000 000) და პრიმავერადან დავაწინაურე ახალგაზრდა მეკარე პიშიტელი.
დაცვა: რაც შეეხებათ მცველებს მე გუნდიდან გავუშვი ბონერა, ანტონინი, ზამბროტა და იეპესი. რადგან უკვე ნესტა ასაკშია არ მგონია, რომ მექსემ შეავსოს დაცვის ცენტრი და ამიტომ შევიძინე იან ვერტონგენი (12 000 000), და დავიდ სანტონი(7 500 000), რომელსაც როგორც დაცვის ცენტრში ასევე ფლანგებზეც შეუძლია თამაში, ხოლო დაცვის ფლანგების გასაძლიერებლად ვიყიდე კლიშე(14 000 000) და მაჯო (10 000 000).
ნახევარდაცვა: ამ რგოლის გასაძლიერებლად გუნდში მოვიყვანე: მონტოლივო (5 000 000) ლასანა დიარა (15 000 000).
თავდასხმა: რობინიოს გაშვების შემდეგ გუნში მოვიყვანე კარლოს ტევესი (5 000 000) არენდით.
სულ ტრანსფერებში დავხარჯე 85.5 მილიონი. დარჩენილი 15.3 მილიონით, მაგარ ბინას ვიყიდი მილანში, წითელ ფერარის, დაახლოებით 5 მილიონს გადავრიცხავდი უპატრონო ბავშვთა სახლებში და რაც დამრჩებოდა იმასაც მოვუხერხებდი რამე.:D